02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 13:59:20, 1091 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: არ მგონია, ახალდაქორწინებულებმა საჩუქრის გამო პოლიტიკური შეხედულება შეიცვალონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებულთათვის ბეჭდების ჩუქება მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ვოლსკიმ განუცხადა, ის ამ ფაქტს სამართლებრივად ვერ შეაფასებს, რადგან ეს იურისტების გადასაწყვეტია, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკურად  დახვეწილია და საჩუქრების გამო საკუთარ შეხედულებებს არ შეიცვლის.

„არა მგონია, რომ ახალადაქორწინებულებს გადაწყვეტილი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა ვინმეს უჭერდეს მხარს და იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს საქორწინო საჩუქარი და ამის გამო თავისი პოლიტიკური მოსაზრება შეიცვალონ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გახდნენ. ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე ზოგზოგიერთებს წარმოუდგენია. ახალდაქორწინებულებსაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და საქორწინო საჩუქრის გამო, არ მგონია, ეს შეხედულება შეიცვალონ. თუმცა, ამ ფაქტის სამართლებრივ ნაწილს ვერ შევაფასებ“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით,  6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics