11:49 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 12:20:57, 2002 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, საქმე 2014 წლის იანვარ-თებერვალში განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც მაიდანის აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. 

უკრაინული პრესა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, პოროშენკოს მოწმის სტატუსით თვის ბოლომდე დაკითხავენ.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე გამოცხადდება. მათივე ინფომრაციით, პოროშენკოსთვის ეს გამოძიება ძალიან მნშვნელოვანია.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის მომხრეები კიევის მოედანზე 2013 წლის 21 ნოემბერს მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ. მოგვიანებით მაიდანი რადიკალებისა და ძალოვანების დაპირისპირების ცენტრი გახდა, რასაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics