|
2016-08-08 14:54:09, 1412 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის 4 ახალი კანდიდატი წარადგინა
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნაირა ალავერდაშვილი დაასახელა, თემქასა და ნაძალადევში კახაბერ კორძაია, ადიგენსა და ახალციხეში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ქარელში ბონდო მძინარაშვილი. თარხან-მოურავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარდგენილი კანდიდატების განათლებასა და გამოცდილებაზეც ისაუბრა. „ჩვენ წარმოგიდგინეთ ოთხი კანდიდატი სხვადასხვა ოლქებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კანდიდატები არიან უპირველეს ყოვლისა ღირსეული და ზნეობრივი ხალხი. ისინი არიან მცოდნე და განათლებული, პროფესიონალები თავიანთ საქმეში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ იბრძოლონ. ვფიქრობ, თითოეული კანდიდატი არის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენი კანდიდატები არ უღალატებენ სიმართლეს და სიკეთეს“,-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)