13:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 17:36:32, 456 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენაში" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ „ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენა 2015“-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

გამოფენაში სულ 40-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრს წარმოდგენელი ჰქონდა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ სააპლიკაციო ფორმებიც.

როგორც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტმა ქეთევან მჭედლიშვილმა განაცხადა, ცენტრი ამ გამოფენაში პირველად მონაწლეობს.  

„ჩვენი მიზანი იყო უფრო დიდი აუდიტორიისთვის ცენტრის საქმიანობის, ახალგაზრდული პროგრამებისა და მათ ფარგლებში მიმდინარე პროექტების გაცნობა. დაინტერესებულმა პირებმა შეავსეს კიდეც სააპლიკაციო ფორმები და ჩვენს პროგრამებში აქტიურად მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. გამოფენის მონაწილეებს შორის მოხდა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლაც“, - განაცხადა ქეთევან მჭედლიშვილმა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს პროგრამები ახალგაზრდებში მოხალისეობის დანერგვა-განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, არასრულწლოვნებში თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებას და დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამებიდან აქტიურად მიმდინარეობს „ორი თაობა“, მოხალისე“, „ლიდერთა სახლი“, „წერილები ჯარისკაცებს“ და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics