2016-08-08 13:22:55, 698 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟან გუნავა ისევ დააკავეს
„გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ისევ დააკავეს.
გუნავას დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ადმინისტრაციის შესასვლელის პიკეტირება სცადა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან