|
2015-03-07 15:30:04, 738 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საფეხბურთო სტადიონის პროექტები დაათვალიერა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ დღეს ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი საფეხბურთო სტადიონის პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ესკიზები დღეს ქართველ ავტორებთან ერთად თავად ფეხბურთელებმაც მოინახულეს. „საჯარო განხილვის შემდეგ სპეციალური კომისია საუკეთესო პროექტს შეარჩევს. მათ შეფასებაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია იმსჯელებს. საკონკურსო ნამუშევრები 2015 წ. 12 მარტამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. 12-14 მარტს კონკურსანტებს მიეცემათ პროექტების კომისიის წინაშე პრეზენტაციის საშუალება. საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილია პოლონური, ესპანური, იტალიური, ბერძნული, სლოვენური, უკრაინული და ქართული კომპანიებისაგან. სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 000 ლარია“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. შეგახსენებთ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)