00:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 15:49:03, 808 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: ადამიანების შევარდნაძისდროინდელ და ზვიადისდროინდელ კადრებად დაყოფა უნდა დამთავრდეს

საპარლამენტოს უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ადამიანებს შევარდნაძიდროინდელ და ზვიადისროინდელ კადრებად ყოფდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სესიაშვილმა განუცხადა, ახალი სახეების გარდა, „ქართულ ოცნებაში“ ის ადამიანებიც იქნებიან, ვინც წარსულში ქვეყნის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„ის სტერეოტიპი, რომ ჩვენ ვყოფთ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ ვინ შევარდნაძიდროინდელი კადრია და ვინ ზვიადისდროინდელი, არასწორად მიმაჩნია. თუ ადამიანი იყო წარმატებული, თუ თავისი ცხოვრება იმ პერიოდთან ქონდა დაკავშირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ავტომატურად ცუდი უნდა იყოს. ყველა ადამიანს აქვს თავის ღირსება. შევარდნაძისდროინდელი კადრების სტერეოტიპი, თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა ერთი მარტივი მიზეზით - მათთვის უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რომ დარჩენილიყო. სწორედ ამ სიტუაციაში შეიქმნა „ჩარეცხილების“ სია. ეს პერიოდი უნდა მოკვდეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გაერთიანებაზე უნდა ვიფიქროთ. ბუნებრივი მოვლენაა, რომ საგარეო პროცესებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები ახალ ენერგიას მოითხოვს. მათ შორის, ჩვენი პარტიაც უნდა აყვეს ამ პროცესს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საარჩევნო სიაში მეტწილად ახალი სახეები გვეყოლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წარსულზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც ქვეყნის მშენებლობაში თავის წვლილი მიუძღვით უარი უნდა ვთქვათ. თუ ადამიანი შევარდნაძის პერიოდში ცხოვრობდა, სუნთქვას ვერ შეიკავებდა და ვერ გაქრებოდა. მთავარია, როგორ ემსახეურებოდა ქვეყანას და თუ ამასთან დაკავშირებით კითხვებია - ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics