2016-08-06 13:54:43, 951 ნახვა
პოლიტიკა
შუამთობის დღესასწაულზე მისული ლევან ვარშალომიძე სამართალდამცავებმა სცენასთან არ მიუშვეს
მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში, „შუამთობის" დღესასწაულზე მცირე ინციდენტი მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ბეშუმში მყოფი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე მხარდამჭერებთან ერთად, სცენასთან ახლოს მისვლას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
ვარშალომიძე სცენის მიმდებარედ, ხალხში შევიდა. მისი მხარდამჭერები კი, სკანდირებდნენ ”გაუმარჯოს ”ნაციონალურ მოძრაობას”“. ინციდენტის გამო, დღესასწაული მცირე ხნით შეფერხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან