2016-08-05 14:53:13, 1325 ნახვა
სამართალი
ეკონომიკის სამინისტროსთან ბეჟან გუნავა დააკავეს
გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა ეკონომიკის სამინისტროსთან დააკავეს.
გუნავა სამგორის მოსახლეობასთან ერთად ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას მართავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან