|
2016-08-05 13:00:31, 957 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი ვაშაძის პარტიის, „გირჩისა“ და „მემარჯვენეების“ გაერთიანებაზე: მკვდარი მკვდარს აეკიდაო
„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილებას ექსპერტი გია ხუხაშვილი არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არჩევნებზე მათი შედეგები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გიორგი ვაშაძისა და გოგა ხაჩიძის არა, მაგრამ "ახალი მემარჯვენეების" ამ ნაბიჯმა გააკვირვა, რადგან ფიქრობს, რომ "მემარჯვენეებს" დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში პრაგმატული ხედვა უნდა ჰქონდეთ: "ეს არის კლასიკური შემთხვევა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდაო, რადგან თითო კაცმა პარტია შექმნას, შემდეგ გაერთიანდნენ და ბლოკი დაირქვან, მართლა არასერიოზულია.ფაქტია, რომ არც ერთ ამ პარტიას არ აქვს ელექტორალური ბაზა, შესაბამისად, ისინი ერთად იქნებიან, თუ ცალ-ცალკე, ამან პროცენტის მეათედებში შეიძლება მოგცეს სხვაობა და რეალურად არაფერს იძლევა. თავიდან იყო მათი მხირდან არაადეკვატური გასვლა და იმის ილუზია, რომ ისინი რაღაც ლიდერებად ჩამოყალიბდნებოდნენ, იყო შეცდომა. ეგონათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ისინი რაღაცნაირად წარმატებას მიაღწევდნენ. გამიკვირდა ახალი მემარჯვენეების ეს ნაბიჯი, რადგან მათ სულ სხვა კონფიგურაციაში ვხედავდი, გამოცდილება აქვთ და გარკვეული პრაგმატული ხედვა პოლიტიკაში უნდა ჰქონდეთ. აარჩიო უპერსპექტივო პარტიები, სამი იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ მიმაჩნია სერიოზულ ნაბიჯად. მათგან არის გასაკვირი, თორემ ვაშაძისგან და ჯაფარიძისგან არ მიკვირს, რადგან მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება და შეიძლება ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობდნენ",-აღნიშნა გია ხუხაშვილმა. კითხვაზე-"ნაციონალური მოძრაობა" პატ-პატარა პარტიებად თავის დამკვიდრებას ხომ არ ცდილობს, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის გაერთიანება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე დივიდენდს მოუტანს: "ეს "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კარგად იცის",-დასძინა ხუხაშვილმა.
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)