16:42 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 10:59:23, 753 ნახვა

საზოგადოება
სამგორში, ნასაგურის დასახლებაში გზების მოასფალტება დასრულდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრტიონთან ერთად თბილისს შემოერთებულ სოფელ ნასაგურში დასრულებული საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

“სოფელ ნასაგურში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ, გაკეთდა 10 შიდა ქუჩა, ბავშვებისთვის მოეწყო სათამაშო მოედანი, იწმინდება სანიაღვრე სისტემა, მიმდინარეობს ხეების სხვლა-ფორმირება და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იმისათვის, რომ დასახლება კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს. ნასაგურის დასახლებაში ცხოვრება ადგილობრივთათვის ახლა გაცილებით კომფორტულია და გაუმჯობესებულია საცხოვრებელი პირობები,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ, სოფელ ნასაგურში განხორციელდა შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა ნაძვის ქუჩის, გურამ რჩეულიშვილის, ივანე მაჩაბლის, სამგორის ქუჩის, სააკაძის, ხეივნის ქუჩის და ხეივნის ქუჩის I და II ჩიხების, ეკლესიის გზისა და ნაძვების ქუჩის რეაბილიტაცია. 

ნასაგურის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სკვერი და რეაბილიტაცია  ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. საერთო ჯამში, დაიგო 16808 კვ. მეტრი ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებამაც 785 07217  ლარი შეადგინა.

ნასაგურის ტერიტორიაზე, ასევე,  შეიღება გარე-განათების ბოძები, შეკეთდა სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა და გადაიბელა ხეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics