11:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 18:12:47, 679 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება

წყალტუბოში,  2016 წლის ბოლოს, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს.  ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.      

 ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორ  გივი ჭიჭინაძესა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად  მშენებლობის ადგილი მოინახულა.

სოზარ სუბარი წყალტუბოში,  ერისთავის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა. ერისთავის ქუჩაზე არსებულ ობიექტს კერძო მესაკუთრე ჰყავდა, კომპანიამ შენობა, სადაც  49 დევნილი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უკვე დაიწყო საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი და უახლოეს მომავალში 49 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდება.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics