11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 14:53:51, 811 ნახვა

საზოგადოება
„ახალი საქართველო“: ჩვენი მხრიდან არანაირი კვერცხების სროლა არ ყოფილა - უბრალოდ, კვარაცხელიას სირცხვილის დერეფანი მოვუწყვეთ

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმოამდგენელი გიგა გლუნჩაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათ წევრებს „სოციალისტურ საქართველოს“ წარმომადგენლებისთვის კვერცხები არ უსვრიათ და სირცხვილის დერეფანი მხოლოდ ვალერი კვარაცხელიას გაუკეთეს.

„დღესვალერი კვარაცხელია თელავში იყო ჩასული. ჩვენი პარტიის ახალგაზრდებმა და როგორც ვიცი, პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებმა, თელავში ვალერი კვარაცხელიას ჩასვლა აბსოლუტურად ცივილიზირებული მეთოდებით გააპროტესტეს. გარანტირებულად გამოვრიცხავ, რომ იქ ჩვენი მრიდან კვერცხების სროლა ყოფილიყო, პირიქით, აქეთ დაგვიწყეს გინება და ცემა. ჩვენმა ახალგაზრდებმა ვალერი კვარაცხელიას სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. ძალიან ვწუხვარ, რომ  მკვეთრად პრორუსული ძალები აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გადავიდნენ. როგორც ვიცი, „სახალხო  მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტზე ძალადობის გამო დააკავეს და ამჟამად იკითხება. უფრო დამაფიქრებელი ის, რომ 8 აგვისტო ახლოვდება და რას ემსახურება პრორუსული ძალების გააქტიურება. ეს არის ის საკითხი, რაზეც საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ერთიანი ვიქნებით“, - განაცხადა გლუნჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრება გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics