|
2016-08-04 10:15:32, 1219 ნახვა
სამართალი
საია: მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საფრთხის შემცველია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ეხმიანება ორგანიზაციის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საიასთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის და მასზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზაციის მცდელობა მიუღებელია. საია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს. „წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს საიამ განცხადებით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას. ორგანიზაციამ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა და დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა, რაც პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს ჯარიმის 2000 ლარის ოდენობით. კერძოდ, ა.წ. 31 ივლისს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვის მეშვეობით ჩაერთო წინასაარჩევნო აგიტაციაში. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას.უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ვიდეომიმართვა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევის პირველ შემთხვევას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, იგი გაკვირვებულია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე ... აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები...“გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, განურჩევლად იმისა, დაემთხვევა თუ არა ჩვენი მოქმედებები რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ფიგურის ინტერესებს.[1]შევახსენებთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნოადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოსყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონის დაცვისა და პატივისცემის უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რაც საიას მონიტორინგის ერთ-ერთ უმთავრეს ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს სხვა სუბიექტებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებსწინასაარჩვნო პერიოდში, თავისი წილი პასუხისმგებლობისაგან - დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ეს წარმოადგენდა ახლახანს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებული დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობები. სამწუხაროა, რომ ამ პრინციპის მიღება და პატივისცემა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“,-ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისი მხარდამჭერებისა და ზოგადად - საზოგადოების მისამართით. „შესაბამისად ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტები თუ მათი მხარდამჭერები პატივისცემით მოეკიდებიან საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავენ კანონით დადგენილ ნორმებსა და არ შეეცდებიან ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას. საია აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს და როგორც შესაბამის უწყებებს, ასევე საზოგადოებას, მიაწვდის ინფორმაციას საარჩვენო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)