|
2016-08-03 13:52:25, 1599 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
სერგი კაპანაძე: 2012 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც 2012 წლის შემდეგ არსებულ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. კაპანაძის განცხადებით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა 15.8 მლრდ დოლარი არათუ გაიზარდა ის, არამედ შემცირდა და 14.2 მლრდ დოლარი შეადგინა. „გთავაზობთ, 2016 წლის პირველი ექვსი თვის (იანვარი-ივნისი) ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებას. პირველი, ნათელია, რომ 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. 2004-2007 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2.7-ჯერ სწრაფად, ვიდრე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. 2013-2016 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 1016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.9%-ია. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის, კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან. 2012 წელთან შედარებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა. თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15.8 მლრდ დოლარი, ახლა ის 14.2 მლრდ დოლარია. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს საუბრობდა, თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს ეკონომიკა ძირათად ვალების ხარჯზე იზრდებოდა. დინამიკა კი გვაჩვენებს, რომ დღეს ვალი მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში 10%-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო. 2015 წელს კი, ვალმა მშპ-სთან მიმართებაში, 43% შეადგინა. რაც შეეხება საშინაო ვალს, რომელიც ბევრად ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი და მას უამრავი უარყოფითი თვისება ახლავს, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 1 მილიარდით გაიზარდა. გთავაზობთ გრაფიკს - „ლარის კურსის დინამიკა 2004 წლიდან“. ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-2004 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-თაც კი გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში კრედიტს დოლარის ექვივალტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება , ვიდრე ეს იყო 2-3 ან თუნდაც 4 წლის წინ. ექსპორტი, რამაც საქართველოში ფული უნდა შემოიტანოს, ბოლო ექვსი წლის მინიმუმზეა დასული. ის ნაკლებია ვიდრე 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წელს იყო“, - განაცხადა კაპანაძემ.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)