19:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 13:10:32, 1561 ნახვა

ეკონომიკა
ქართულ ბაზარზე ამერიკული ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’ გამოჩნდა

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’  ახალი ენერგეტიკული სასმელის ,,Rad Rain’’ - ის წარმოება  დაიწყო.

,,ჩვენი მიზანი იყო ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, სანდო  პროდუქტი მისაღებ ფასად.  მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენმა“  უკვე  შესთავაზა მომხმარებელს  ამერიკული კომპანიის  Royal Crown Cola-ს   გამაგრილებელი სასმელი  RC Cola, რომელმაც  საკმაოდ ღირსეული ადგილი  დაიკავა  ქართულ  ბაზარზე.  სწორედ RC Cola-ს პოპულარობამ და  გაყიდვების  ოდენობამ გვიკარნახა შემდეგი  ნაბიჯები -   ამჯერადაც  გადაწყვეტილება მომხმარებლის  სასარგებლოდ იქნა  მიღებული. კომპანიამ ჩათვალა, რომ    ენერგეტიკული  სასმელის  მომხმარებელი   ნამდვილად იმსახურებდა  ,,Rad Rain’’-ს. სასმელი, რომელიც შეგიწყობთ ხელს მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, მოახდინოთ ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე ან უბრალოდ დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა“, - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლანა ტატიშვილმა.

,,ეს არის ამერიკული წარმოების, კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი  ,,Rad Rain’’- ი, რომელიც თავისი მაღალი ხარისხის გამო,  ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტული იქნება ქართულ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ ეს  არის მაქსიმალურად კომფორტული ბრენდი  მომხმარებლისთვის როგორც   მოცულობით, დიზაინით, შემადგენლობით, ასევე  ფასით“, - განაცხადა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის“  სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე  ცეზარ  ჩოჩელმა.

მისივე  თქმით კომპანია   აგრძელებს მომხმარებლზე  ზრუნვას და უახლოეს  პერიოდში კიდევ ერთ  სიახლეს  შესთავაზებს - ,,ქარხანაში საკმაოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი მიმდინარეობს, ეს არის  ასეპტიკური ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია ნატურალური წვენების წარმოებისთვის’’.

შეგახსენებთ, რომ ,,Rad Rain’’-ი  ცნობილი ამერიკული კომპანიის  Royal Crown Cola-ს  ერთერთი ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის. 2016 წლის მაისიდან  ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’  საქართველოში ,,Rad Rain’’ -ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა.

ახალი ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’- ი ხელმისაწვდომი იქნება 250 მლ.-იანი ქილის შეფუთვით და მისი სავარაუდო ღირებულება იქნება  1 ლარი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics