2016-08-03 09:11:51, 1266 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3484 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3484 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3492 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლაი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს, 2.6288 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6226 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0062 ლარი შედგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან