19:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 09:40:43, 1016 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა

„მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო მაჩვენებლები. 7 თვეში ტურისტების რიცხვმა  3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის  უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წილის მაჩვენებელს.

„ასევე, რეკორდული აღმოჩნდა კონკრეტულად ივლისის თვე, საქართველოს ეწვია 764 ათას 22 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 26 ათას 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ასევე, სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსვლის კუთხით“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, 2016  წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავალმა 354 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 15, 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

„ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში, ჩართული ყველა ადამიანისთვის. ეს არის მეტი დფასაქმნებული ადამიანი საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ გუნდს ვინც ამ მიმართულებით იმუშავა მინდა მადლობა გადავუხადო. კულტურის ეკონომიკის  და ტურიზმის ეროვნულ ეროვნულ ადმინისტრაციას მინდა მადლობა გადავუხადო.

მომავალი წლის ღონისძიებები უკვე წელს შემოდგომაზე დაიგეგმება ახალი სქემით, რომელიც შევქმენით და ეს ტენდენცია კიდევ უიფრო გაიზრდება. ვინაიდან საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება. აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამაც“,-განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics