2016-08-02 16:49:40, 1123 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3484 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3492 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლაი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ, 2.6288 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6226 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0062 ლარი შედგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან