12:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:25:11, 751 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხიხანის ხეობაში მედიატური ჩაატარა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხიხანის ხეობაში მედია ტურს გაუწია ორგანიზება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სათავგადასავლო, ექსტრემალური ტური, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები ღებულობდნენ ხულოში სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმიდან დაიწყო და ხიხანის ციხის ძირში დასრულდა.

მათივე ცნობით, ჟურნალისტები სათავგადასავლო მარშრუტში შემავალ ისტორიულ-კულტურულ ადგილებს, ხეობის მდიდარ გასტრონომიას, ფოლკლორსა და საოჯახო სახლებს გაეცნენ.

ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია ტურისტებისთვის. ულამაზესი ხიხანის ხეობა თავგადასავლების, ლაშქრობის, გასტრონომიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაოებების მოყვარულთათვის მიმზიდველი ადგილია. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ულამაზესი ხეობა ისტორიული ციხეებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ძეგლებით მდიდარია.

ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე ითვლება. ციხე ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მისი დალაშქვრის მსურველთათვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ციხიდან ხეობის ულამაზესი პეიზაჟები იშლება.

ხეობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას სხალთის მონასტერი წარმოადგენს, რომელიც ხულოს რაიონში შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის  ნიმუშია.

მედიატურის ფარგლებში ხეობას 15-მდე ჟურნალისტი სტუმრობდა. ხეობის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისინი სიუჟეტებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics