10:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:08:57, 605 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA“-ს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და პროექტ „ZRDA“-ს წარმომადგენელმა საქართველოში ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი.

ათივე ინფორმაციით, შეთანხმება ე.წ. „გამყოფ ხაზთან“, მდინარე  ენგურის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილებისათვის საარსებო წყაროების შექმნას გულისხმობს.

ამისათვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მასში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტო USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს ტექნიკური მხარდაჭერით  ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის 16 სოფელში მცხოვრები დევნილებისათვის 10.000 მ² სასათბურე კონსტრუქციისა და სათანადო აღჭურვილობის გადაცემას ელექტრონული აუქციონის წესით უზრუნველყოფენ.

მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმი  წინა წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი აქტივობების, კერძოდ დევნილებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების სასათბურე ბიზნესში ჩართვის პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics