11:22 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 13:05:34, 1169 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: კვირიკაშვილი ამბობს, მრავალპარტიულობა არ მინდაო - მეტი რა არის ბოლშევიკობა?!

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები მის პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს.

როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ განაცხადა, ბოლშევიკების გარდა, ერთპარტიული სისტემა არავის მოუფიქრებია და ახლა მსოფლიოში მრავალპარტიულობის ეპოქაა.

„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ახლა ჯგუფების დრო არ არის ახლა ერთად უნდა ვიყოთ, ეს ნიშნავს, რომ მას მრავალპარტიულობა არ ესმის და ეს ბოლშევიკობაა.  ეს არის პოლიტიკური უმწიფრობისა და გაუნათლებლობის ნიშნები. რას ქვია არჩევნების დროს ჯგუფებად დაშლის დრო არ არის? თავად პარტია ჯგუფს, ნაწილს ნიშნავს. პრემიერ-მინისტრთან კიდევ მაქვს პრეტენზია - ამდენი პიროვნება, რომ დაასახელა, ვერ ატყობს გენდერული თვალსაზრით რა უბედურება ხდება?! „ოცნებამ“ ერთი ქალი მაჟორიტარი ვერ გაიმეტა, რაც მთავარია, ნაფტალინიდან შევარდნაძის კადრების ამოცოცება არის არასერიოზული მიდგომები და ჭკუას სხვას როგორ ასწავლის. მთელს მსოფლიოში მრავალპარტიულოს ეპოქაა. ბოლშევიკების გარდა,  ერთპარტიული სისტემა არავის მოუფიქრებია. სოციალისტურ პოლონეთსა და ჩეხეთსი, ყასიდად,  3-4 პარტია მაინც იყო. კვირიკაშვილი ამბობს, რომ კოალიცია არ მინდაო - მეტი რა არის ბოლშევიკობა?! ბოლშევიკობა არის სწორედ ის, რომ ერთი პარტია მართავს და უმცირესობა არ აინტერესებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „მაესტროსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics