19:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 21:13:22, 1138 ნახვა

ეკონომიკა
შეიხი მუბარაკ ალ ნაჰიანი - საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისთვის

საქართველოში სტუმრად მყოფმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხმა, მუბარაკ ალ ნაჰიანმა დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერა, რომლის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს. 
შეიხის შეფასებით, საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისათვის. მისი თქმით, ქვეყანაში მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს. 

“საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისათვის. აქ მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს და სწორედ ეს წაახალისებს ადამიანებს, რომ ჩამოვიდნენ და ინვესტიციები განახორციელონ. ცალსახაა პროგრესი ტურიზმის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით. ყოველივე ამის გამო, საქართველო უაღრესად მიმზიდველია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

დღეს ჩვენ ბათუმში ჩამოვედით. მე აქ აქამდეც ვყოფილვარ და ახლა ნათლად ვხედავ, რომ ბათუმი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა. მას შეემატა მრავალი მშვენიერი სასტუმრო და ვხედავთ კიდეც უამრავ ადამიანს ზღვის სანაპიროზე. 
ჩვენ დავათვალიერეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად. 

ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბათუმის განვითარების დონემ. ბათუმი ხდება რეგიონის მოსახლეობის ტურისტული ცენტრი და ამას აქაური მშვენიერი ამინდებიც განაპირობებს. 

ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. გვჯერა საქართველოს მომავალი კეთილდღეობის, ასევე გვჯერა დიდებული ქართველი ხალხისა და მათი ქვეყნის შესაძლებლობების. ქართველები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია, რომლებიც მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნიან ტურისტებისთვის. 

უსაფრთხოება, უშიშროება, საკანონმდებლო სისტემა - ეს ყველა ის ფაქტორია, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას. შესაბამისად, ინვესტორებს ისეთივე ნდობა ექნებათ ქვეყნისა და მთავრობის მიმართ, როგორც ჩვენ გვაქვს. პირადად ჩემი რამდენიმე მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები როგორც საგანმანათლებლო, ისე უძრავი ქონების მიმართულებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ წვლილის შეტანას ზოგადად საქართველოს და, კონკრეტულად, ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა მდიდარი ტრადიციებით, კულტურითა და ღირებულებებით, ასევე მეგობრული, გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანებით. მინდა საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმატება ვუსურვო.
მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ნდობა საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის მიმართ და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ მომავალში”,- განაცხადა მუბარაკ ალ ნაჰიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics