20:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 15:24:15, 574 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 „ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა.

 პრემიერმა  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსხვერპლის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვითარების სრული დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეეხო.

ასევე აღინიშნა სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა და გამოითქვა დაინტერესება, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.

საუბრისას ყურადღება ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხსაც დაეთმო. მხარეები მიესალმებიან მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ნაყოფიერად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები უწყებათაშორის ფორმატში გადაწყდება.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics