10:30 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-31 18:16:35, 708 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ვერ მოგვიშუშებია ჭრილობა და დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულხლართი

 „დღემდე ვერ მოგვიშუშებია  ჭრილობა, დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე,  ჩვენს ბაღებზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულ-ხლართები“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გორში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი ტკივილია შინდისის გმირების და ანწუხელიძის გახსენება.

„რამდენიმე დღეში ჩვენ ერთხელ კიდევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს, დღეს, როცა მთელს საქართველოში, განსაკუთრებით გორში ბევრი სისხლი და ცრემლი დაიღვარა. დღემდე ვერ მოგვიშუშებია  ჭრილობა, დღემდე კაწრავს გულს ჩვენს მიწა-წყალზე,  ჩვენს ბაღებზე ოკუპანტის მიერ გაჭიმული მავთულ-ხლართები. ამ ხელოვნური საზღვრის მიღმაც საქართველოა, იქაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ჩემთვის უდიდესი ტკივილია შინდისის გმირების, ანწუხელიძის გახსენება. თითოეული დეტალი მათი გმირობის და თავდადების მუდამ მემახსოვრება, შვილებსაც მოვუყვები და  ქვეყანამ სამუდამო  სანთლებaდ უნდა დაინთოს მათი სახელები!“,-განაცხადა კალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics