10:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 13:15:24, 720 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაციით დედაქალაქს ერთ დამატებით პროექტს ვაჩუქებთ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბარნოვის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 80 დღეში დასრულდება. 

მერის თქმით, სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. 

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები, ბარნოვის ქუჩას დიდი ხანია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობიდან გამომდინარე პრობლემები ჰქონდა. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავებთ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე, სანამ ქალაქი მთლიანად დაიტვირთება, საგზაო სამუშოები უნდა იყოს შესრულებული და ამით კიდევ ერთ დამატებით პროექტს ვაჩუქებთ დედაქალაქს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გზის კაპიტალური შეკეთების ფარგლებში, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ბარნოვი - მაყაშვილის კვეთიდან ბარნოვი - ჭოველიძის კვეთამდე მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა მაყაშვილის ქუჩის კუთხიდან ზანდუკელის ქუჩის კუთხემდე და ტატიშვილის ქუჩის კუთხიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე დროებით შეზღუდულია. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics