|
2016-07-29 19:52:25, 858 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ დაპირებული სასწრაფო დახმარების მანქანა ღორჯომის მოსახლეობას გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დაპირებული სასწრაფო დახმარების მანქანა ღორჯომის მოსახლეობას გადასცა. ,,მე დაგპირდით, რომ სასწრაფო დახმარების გამართულ მანქანას ამოვიყვანდი თქვენთან. დღეს ეს დაპირება შესრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს. კოორდინირებული მუშაობით და ერთად ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ შევაჩეროთ მთის ბარში მიგრაცია. ჩვენ აქ შევქმნით სამუშაო ადგილებს. მთიდან უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ძალიან მალე დავიწყებ სასაკლაოებთან დაკავშირებით სუბსიდირებას. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებისათვის. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო პროექტია ,,სოფლის ბირჟა", რომლის დეტალებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. სოფელში აუცილებლად იქნება ვეტერინარული კლინიკა, სადაც თქვენ შეძლებთ პირუტყვის ჩაბარებას და კონკურენტუნარიან ბაზარზე შესვლას. ასევე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ისინი თითოეულ ოჯახში მივლენ, გაეცნობიან მათ პრობლემებს და დროულად მიაწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროგრამებისა და ინოვაციების შესახებ" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ღორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას. დღეს, მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ასევე ხულოს, შუახევისა და ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან. მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანია მთიან აჭარაში არსებული გამოწვევების, ხალხის საჭიროებების, არსებული მდგომარეობის შესწავლა.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)