10:50 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 13:50:51, 1822 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება 3 ათასს მოსამართლესა და პროკუროს ქონებას ჩამოართმევს

თურქეთის ხელისუფლება 3 ათასს მოსამართლესა და პროკუროს ქონებას ჩამოართმევს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, უძრავი და მოძრავი ქონების კონფისკაცია შეეხება იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის წამომადგენელი, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ პრეზიდენტ ერდოღანს მოუწოდებს, რომ “კუდიანებზე ნადირობა” შეწყვიტოს. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო შესაძლოა, უდანაშაულო ხალხი დაზარალდეს. ამავე დროს, პოლიტიკოსმა გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების განხორციელებას მხარი დაუჭირა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. ცნობისთვის, მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ანკარა ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics