17:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 14:59:58, 1068 ნახვა

ეკონომიკა
შანხაის მერმა ჩინურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდა

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა  დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ იანგ სიონგმა შანხაის ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

შანხაის მერის განცხადებით, ეს იქნება ახალი გვერდი საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შანხაიში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი ბიზნესჰოლდინგის CEFC China Energy-ის პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, რომელმაც დადებითად შეაფასა 26–27 ივლისს გამართული საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში 200–ზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ ქართველ პოტენციურ პარტნიორებთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მიაღწია.

მისი თქმით, ფორუმმა აჩვენა ორივე ქვეყნის კერძო სექტორის მზაობა თანამშრომლობისკენ. „ფორუმმა ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის მეგობრობის  განმტკიცებას, სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისებას, რაც გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებისაგან. ჩვენი კომპანია იზიარებს აბრეშუმის გზის–ახალი ეკონომიკური სარტყელის ინიციატივას და მოწოდებულია, ითანამშრომლოს და ინვესტიციები განახორციელოს მის მონაწილე სახელმწიფოებში“- განაცხადაCEFC China Energy-ის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჰოლდინგი შანხაის უმსხვილეს კერძო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესრეიტინგის Global Fortune 500–ის113–ე ადგილი უკავია.

ჩინური მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პრაგმატულდა ეფექტურეკონომიკურ პოლიტიკასაწარმოებს,რაც იმის წინაპირობაა, რომუფრო მეტი ჩინური კომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ შანხაის მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და  ჩინეთის ეკონომიკურ–ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics