|
2016-07-28 12:19:03, 1438 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, NDI-ის საიმედოობაზე კარგი შეხედულება არ მაქვს
„კვლევის საიმედოობაზე სამწუხაროდ, არ მაქვს ძალიან კარგი შეხედულება, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ NDI- ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის 32% ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. „კვლევის საიმედოობაზე არ მაქვს ძალიან კარგი შეხედულება, სამწუხაროდ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების გაზრდას, ეს ცალსახა ამოცანაა. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, ვინც იგივე განათლების, ან ეკონომიკის კუთხით მოინდომა და შეძლო სწრაფი გაუმჯობესება, ინტერნეტის გამოყენება პრინციპული იყო. მოგეხსენებათ, სახელმწიფო სერვისები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მდიდარია ამ მიმართულებით. განათლების სამინისტროში ვმუშაობთ, რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების გამოყენებაზე სკოლას, რეგიონს და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია", - აღნიშნა ჯეჯელავამ. მისი თქმით, პრემიერმაც ისაუბრა მთვარობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომ ხელისუფლებას აქვს უპრეცენდენტო პროექტი, სოფლებში ჩქარი ინტერნეტის შეყვანაზე. "ფაქტობრივად, ყველა მოზრდილ სოფელში ჩვენ გვექნება ოპტიკური კავშირი. სხვა ქვეყნების გამოცდილება რომ ნახოთ, ასეთმა პროექტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია განათლებაზე, ეკონომიკაზე და და სხვა სფეროებზეც. მე პირადად, მეჩვენება, რომ მეტს უნდა ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომა", - განაცხადა განათელბის მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)