|
2016-07-28 10:41:23, 913 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული კანონი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულად იწყებს მოქმებდებას პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მოსახლეობისათვის. დღეს, 25 % მიწის მასის დარეგისტრირებულია, რაც არის დიდი პრობლემა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად და მეორე იმიტომ, კერძო სექტორისტვის ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა“,-განაცხადა პრემიერმა. ამასთან, პრემიერის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია მარტივდება და სახელმწიფო მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც ეხმარება. „ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მარტივდება რეგისტრაცია, სახელმწიფო მოსახლეობას ეხმარება რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითრებას, მეორეს მხრივ, მიწის ბაზის მოწესრიგებას, და რა თქმა უნდა ეს არის სოციალური საკითხიც, ვინაიდან, ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღესდღეობით ჯერ კიდევ ჩართულია სოფლის მეურნეობაში და ვფიქრობ, სოფლად მოსახლეობის გამაგრებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი“,-დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)