|
2016-07-28 10:22:44, 667 ნახვა
საზოგადოება
ხეჩიკაშვილი: 2017 წელს ახალგაზრდულ რაგბში და ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ
„2017 წელს ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს ახალგაზრდულ რაგბში და ხელბურთში, ასევე ევროპის ჩემპიონატს 19 წალმდე ფეხბურთში, შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება გვაქვს“,-ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის განვითარებას. ამასთან, ხეჩიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის თუ ღონისძიებების მიმართულებით სახელმწიფომ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. „ მნიშვნელოვანია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება, ერთის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე რეგიონებში სპორტის განვითარებას და საქართველოში, სპორტული ტურიზმის განვითრებას, რადგან ძალიან დიდია ინტერესი საქართველოში ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ ერთობლივი სპორტული ღონისძიებები ჩატარდეს. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის, თუ ღონისძიების მნიმართულებით არის სახელმწიფოს მხრიდან არის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯული. ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა ქართული სპორტის განვითარებისთვის, და ამას რა თქმა უნდა შესაბამისი შედგიც აქვს და საქართველო ფაქტობრივად რეგიონალური ცენტრი გახდა სპორტის თვალსაზრისით“,-განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)