16:29 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 13:50:19, 370 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ანდრის ბერზინშსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშსს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაცით, შეხევდრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ - გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული გზა, რიგის სამიტის პერსპექტივები და ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობების გაღრმავება.  
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების დაგეგმილ  ხელმოწერასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმეს ანალოგიური შინაარსის დოკუმენტის გაფორმება აფხაზეთთან.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, რიგის სამიტზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენოს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა გასულ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც თბილისში გაიმართა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი, ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმებს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის; გაიმართა მრგვალი მაგიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით;
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლატვიის პრეზიდენტმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics