2016-07-28 09:01:30, 1094 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3453 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3453 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3450 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.5794 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5816 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან