|
2016-07-27 21:17:54, 503 ნახვა
საზოგადოება
საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრაზე მოისმინეს წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია. კომისიამ იმსჯელა რეკომენდაციის პროექტზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატს საშუალებას მისცემს უზრუნველყოფილ იქნენ თანაბარი პირობებით, განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოცემული რეკომენდაციის ხელახლა გამოცემაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს - არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს აგიტაციაში, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა გასწიოს აგიტაცია და წარადგინოს საკუთარი პროგრამა. ამასთან, გუშინ, იუსტიციის სისიტემის 5500-ზე მეტმა თანამშრომელმა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მეილის საშუალებით მიიღო ინსტრუქცია წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელის ქცევის წესების შესახებ. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა უწყებებს მსგავსი ინსტრუქცია მისცენ მათ სისტემაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ასეთივე ინსტრუქციას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებიც. თავისუფლი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომა 10 აგვისტოს გაიმართება. ამავე დღეს სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს საარჩევნო სიის დაზუსტების პროექტის შედეგებს და გაწეული საქმიანობის ანგარიშს. კომისიაში შემავალი უწყებები პოლიტიკურ პარტიებთან 24-საათიან რეჟიმში ხაზზე არიან ცხელი ხაზის თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რათა მათ ინფორმაციის მოწოდება მარტივად შეძლონ. თეა წულუკიანის განცხადებით, კანონის თანახმად, კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბება, ხოლო სექტემბრის დასაწყისიდან კომისიის წევრთა შეხვედრები კვირაში ერთხელ შედგება. აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილებაში არ შედის საარჩევნო კოდექსის ან რომელიმე კანონის ხარვეზების გამოსწორება, ასევე, არჩევნების გამოცხადების დროის, თარიღის ან სხვა საკითხების განხილვა. კომისიის უფლებამოსილება ძალიან ვიწრო, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია − პარტიებისთვის კონკურენტუნარიანი, მშვიდი გარემოს შექმნა, რათა ძალოვანი სტრუქტურები იცავდნენ საარჩევნო გარემოს, ხელს უწყობდნენ პარტიებს, რომ მათ მშვიდ გარემოში გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია, ხალხს მისცენ არჩევანის თავისუფლება და არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)