2016-07-27 17:22:29, 1071 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3453 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3450 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5794 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5816 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან