|
2016-07-27 15:55:53, 722 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ავტომანქანებს შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის (სოფლის ექიმებისათვის) მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში 11 ავტომანქანის შესაძენად გათვალისწინებულია 200,000 ლარი. ავტომანქანების გადაცემის შემდეგ გაიზრდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მობილურობა და მოსახლეობას დროულად მიეწოდება სამედიცინო მომსახურება. სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინიტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს ადგილზე დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად ურიცხავს 300 ლარს, ბარში დასაქმებულებს 150 ლარს. სოფლის ექიმის მობილობის გაზრდის მიზნით 2014 წელს სამინისტრომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომობილი და სარგებლობაში გადასცა მაღალმთიანი აჭარის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სახელფასო ანაზღაურება და პირველადი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტებით უზრუველყოფა, აღნიშნული მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს ექიმამდელი სამედიცინო მომსახურება. 2014 წელს გადამზადდა თემის სამედიცინო პუნქტის 300-მდე მედდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)