|
2016-07-27 14:26:42, 739 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თემურ ჭკუასელი წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩოხატაურის მოსახლეობას, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თემურ ჭკუასელი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადებითთან ასოცირდება და არასდროს იქნება არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი. „ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც შეხვედრა დაგეგემილი არ იყო, ბატონი თემური არაერთხელ მინახავს რაიონის პრობლემატიკით ჩვენთან მოსული, რათა, ესა თუ ის საკითხი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასაწყვეტად დაესვა. მინდა დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის პოზიტივი და არანაირი ნეგატივი მასთან არ ასოცირდება. კაცი, რომელსაც უყვარს გურია, უყვარს ჩოხატაური, ლანჩხუთი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა. მათ შორის, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. „მინდა გითხრათ, რომ სათავე ქვეყნის განვითარების დევს განათლების სისტემასა და მის რეფორმირებაში. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით. სახელმწიფომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა გამოყოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის და ეს რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად მასწავლებელთა არსებული კორპუსისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, ხშირ შემთხვევაში გმირული, რომელსაც ისინი ეწევიან მომავალი თაობის აღზრდისთვის",-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაციაა საჭირო და ნაკლები მტრობა ერთმანეთისადმი, მეტი ატანა განსხავავებული აზრის. ამ კონცეფციის და მსოფლმხედველობის გარშემო გვინდა გავაერთიანოთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოება",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" მთავარი მიზანი არის საქართველოში ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში, მეტი პროგრესი, მეტი შემოსავალი იგრძნოს. „გპირდებით იმას, რომ ჩვენ გულში გავატარებთ თქვენს პრობლემებს აუცილებლად და სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რათა ყველა თქვენთაგანმა იგრძნოს განსხვავება, უფრო მეტი სიყვარული, ყურადღება ჩვენგან",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. თემურ ჭკუასელმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)