|
2015-03-06 10:26:07, 373 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არჩილ ა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ბექა ა, 1991 წელს დაბადებული ლაშა ჟ. და 1975 წელს დაბადებული კობა მ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ანატოლი მ-ს გამოგონილი სახელებით გაეცნენ, რამდენჯერმე შეხვდნენ და ძალადობის მუქარით, თავიანთი ახლობლის ვითომდა ვალი - 1000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მათ ანატოლი მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)