15:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 16:11:39, 586 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს დიპლომატიამ გასული წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია

საქართველო მსოფლიოს მასშტაბით არის მაგალითი სტაბილურობის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და განვითარების კუთხით, ამის შესახებ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ის საკითხები მიმოიხილა, რომლებიც 4 დღის განმავლობაში ამბასადორიალის ფარგლებში განიხილება.

„აღინიშნა, რომ საქართველოს დიპლომატიამ გასული წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების კუთხით უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა და მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. ჩვენ ამ აქტივობებს გავაგრძელებთ მომავალი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საერთაშორისო ჩართულობით გავუმკლავდეთ ყველა ამ საფრთხეს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ დიპლომატიაზე და საქართველოს იმიჯის მაქსიმალურად პოპულარიზაციაზე ქვეყნის გარეთ, ასევე, ახალ ინიციატივებზე და რეფორმებზე, რომელიც სამინისტროში ხორციელდება, კერძოდ, პოლიტიკური დეპარტამენტის რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება ჩამოყალიბდა.

 „ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი, რომ საქართველო არის მაგალითი სტაბილურობის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის, განვითარების კუთხით და ძალიან დიდ როლს თამაშობს რეგიონული და გლობალური მასშტაბით. ამის შესახებ ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის შესახებ ვისაუბრეთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics