2016-07-26 15:08:46, 1292 ნახვა
ეკონომიკა
საცხოვრებელი ფართის გაქირავება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება
თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებს იურიდიულ პირს, ორგანიზაციას, მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 20 პროცენტისა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეღავათი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფიზიკური პირებისთვის საგადახადო ტვირთის შემსუბუქებას, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მიმზიდველს გახდის უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან