2016-07-26 09:21:45, 1097 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3473 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3473 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3479 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.5792 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5864 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან