05:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:04:53, 688 ნახვა

საზოგადოება
IDFI: 2015 წელს ირაკლი შოთაძის ანაზღაურებამ 113 070 ლარი შეადგინა

ამჟამინდელი მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს 113 070 ლარი შეადგინა, საიდანაც პირველი მოადგილის თანამდებობაზე (იანვარი-ნოემბერი) მიღებული აქვს 103 290 ლარი, ხოლო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე (დეკემბერი) 9 780 ლარი.

 ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“IDFI-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3520 ლარს.

 შესაბამისად, ირაკლი შოთაძის 2015 წლის შრომის ანაზღაურებიდან 42630 ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემიასა ან/და დანამატს. 2014 წელს ირაკლი შოთაძეს პირველი მოადგილის თანამდებობაზე მიღებული აქვს 91 040 ლარი, საიდანაც სარგო შეადგენს 42 240 ლარს, ხოლო პრემია/დანამატი - 48 800 ლარს.

„მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 111 240 ლარი. მოადგილის ყოველთვიური სარგო განსაზღვრულია 3 400 ლარის ოდენობით. შესაბამისად 111 240 ლარიდან 40 800 წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატს. 2014 წელს გიორგი გოგაძის შრომის ანაზღაურებამ 89 892 ლარი შეადგინა“,-აცხადებენ  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics