|
2016-07-25 13:32:46, 639 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, არჩილ ყარაულაშვილს და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ფარეშიშვილს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი, ირმა გაბინაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაა. უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას, ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)