05:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 13:22:00, 610 ნახვა

საზოგადოება
„2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს,  პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან  170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა. 

უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელებას  ევროსაბჭო და ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს.

 მხარდაჭერის ფარგლებში ევროსაბჭომ 23-24 ივლისს  სუიციდის პრევენციის საბჭოს ახლადდანიშნული კოორდინატორებისა და წევრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა.

 შეხვედრაზე საბჭოს ახალმა წევრებმა და სუიციდის პროგრამის კოორდინატორებმა ციხეებში არსებული ვითარება განიხილეს, სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელი აქტივობების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს  და ახალი რეგულაციების დანერგვის გზებზე იმსჯელეს.

ევროსაბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივმა კონსულტანტებმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად ტრენერების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა და მეთოდოლოგია შეიმუშავეს. შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის 800-მდე  სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალმა, ციხის დირექტორებმა,  მათმა მოადგილეებმა და სხვადასხვა დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა   გადამზადების კურსი გაიარეს და  სუიციდის პრევენციისთვის განსახორციელებელ აქტივობებზე, ასევე სუიციდის მართვის ტექნიკებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.  რაც თავის მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის შემთხვევების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად.

სუიციდის პრევენციის პროგრამა საპილოტე რეჟიმში  2013 წელს N8 დაწესებულებაში ამოქმედდა და ეტაპობრივად ყველა პენიტენციური დაწესებულება მოიცვა.  2016 წლის 11 თებერვალს კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N13  ბრძანების თანახმად პროგრამა ოფიციალურად დამტკიცდა. მიმდინარე წელს  პროგრამაში 71 მამაკაცი, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანია ჩართული.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics