|
2016-07-25 12:40:28, 1609 ნახვა
მსოფლიო
წელს ავღანეთში მოსახლეობაზე რეკორდული რაოდენობის თავდასხმები განხორციელდა
2016 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში მოსახლეობაზე რეკორდული რაოდენობის თავდასხმები განხორციელდა, - ამის შესახებ BBC ავღანეთში გაერო-ს მისიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 2016 წლის დასაწყისიდან ავღანეთში 1 600 ადამიანი დაიღუპა, აქედან 388 ბავშვია, ხოლო 3 500-ზე მეტი დაშავდა. ეს 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მათივე მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე ავღანეთში თავდასხმების შედეგად 64 000 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 23 000-მდე დაიღუპა, 41 000-მა კი სხვდასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, ყველა ეს ადამიანი მშვიდბიანი საქმიანობის დროს დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ხშირი მოვლენაა. ბოლო ასეთი შემთხვევა 23 ივლისს მოხდა, როდესაც ქაბულში შიიტი ხაზარების აქციაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 230 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)