|
2016-07-25 09:17:23, 731 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება
დღეიდან ქუთაისის ქუჩა 2 სექტმებრის ჩათვლით გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „25 ივლისს, 11 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს გზისა და ტროტუარების მოასფალტებას. დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები: N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე. რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე“,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)