13:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 15:36:03, 754 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სენაკის მოსახლეობას  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.

„ირაკლი არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან გამოცდილია. მას  საუკეთესო განათლება მიღებული აქვს  ბრიტანეთის ჭესტმინსტერ-ის უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანი მომზადება გაიარა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ინსტიტუტში. ირაკლის აქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის ასევე დიდი გამოცდილება. დღეს იგი არის ერთერთი წამყვანი ადამიანი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის. ხელმძღვანელობს საინფორმაციო -ანალიტიკურ დეპარტამენტს. საქართველოში საზოგადოება მას იცნობს, როგორც წამყვან ფიგურას გალის და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობით ჯგუფში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს,  ოსებს. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, და სწორედ აქ, დღეს წინა ფრონტზე დგას ირაკლი. მე, პირადად, მეამაყება, რომ პარტიაში ასეთი ადამიანი გვყავს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, სენაკის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა ირაკლი ბერაიამ.

 „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, თქვენს რიგებში, სენაკელებთან ერთად გავაგრძელო ის დიდი საქმე, რომელიც  ამ ქუჩებში 2012 წელს დავიწყეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება. წნეხისგან გავათავისუფლეთ სასამართლო, ბიზნესი, მედია. უფრო აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო თანამშრომლობაში, კიდევ უფრო დავუახლოვდით  ევროპულ და ვეროატლანტიკურ სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყანა სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორად ვაქციეთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს  ქვეყანა წარმატებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყავს. ახალი ფურცელი იშლება სენაკის ცხოვრებაშიც. სენაკი ჩემთვის არის სიყვარულის, მეგობრობის, ნდობის, ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, წარსულისა და მომავალი გამარჯვებების სიმბოლო. მჯერა, რომ ჩვენ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ საპარლამენტო არჩევნებზე და ერთად გავაგრძელებთ ევროპული ქვეყნის მშენებლობას",-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics