|
2016-07-24 12:02:36, 1224 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ სახაზო მიკროავტობუსებზე განთავსდა. უწყების ცნობით, სამარშრუტო მიკროავტობუსებში არსებულ მონიტორებზე კი მგზავრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე შსს-ს საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეორგოლს უჩვენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)