05:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 17:48:59, 623 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა გერმანელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გერმანელ კოლეგას ვოლფგანგ შიობლეს, ქალაქ მიუნხენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

როგორც მინისტრის წერილშია ნათქვამი, ის გერმანიის ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ბატონო ვოლფგანგ! შემძრა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში დატრიალებულმა ტრაგედიამ. სამწუხაროდ, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გაცილებით მეტი - მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები - დაიჭრა მოძალადის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამ დიდი შოკისა და გლოვის წუთებში, მიიღეთ ჩემი ღრმა მწუხარება, რომელსაც დაღუპულების ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისადმი გამოვხატავ, დაჭრილებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიგულეთ თქვენთან, ქვეყნის ხელისუფლებისა და გერმანელი ერის გვერდით. მწამს, რომ მომავალში მოახერხებთ ამ საშინელი ფაქტების აღკვეთას, რადგან ტერორიზმი მთელ მსოფლიოს მნიშვნელოვან საშიშროებას უქმნის. ახლა, როგორც არასდროს, უნდა გავერთიანდეთ სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტერორიზმი გლობალურ საფრთხედ იქცა , ბოლოდროინდელი მოვლენები ბრიუსელში, პარიზში, ნიცაში, სტამბოლში და ბოლოს მიუნხენში, ამას ადასტურებს და მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დადგეს ერთად ამ ბოროტების წინააღმდეგ. კვლავ გარწმუნებთ ჩვენს მხარდაჭერაში ამ მტკივნეულ დროს. გისურვებთ მშვიდობას და სიძლიერეს თქვენ და გერმანელ ერს”,- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის სამძიმრის წერილში. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics